აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

"EXPO BATUMI 2017“-ის საიუბულეო გამოფენა დასრულდა

14 მაისი, 2017

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-10 საერთაშორისო საიუბილეო გამოფენა "EXPO BATUMI 2017" დასრულდა. გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი  ცალკე სტენდით იყო წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში აჭარის სტენდთან დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ და ცალკეული ტურისტული მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

წელს, გამოფენაში 10-მდე ქვეყნის 20 ადგილობრივი და უცხოური კომპანიები მონაწილეობდნენ სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროდან.  გამოფენა კომპანია ექსპო ბათუმი”-ს ორგანიზებით წელს მეათედ ჩატარდა. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.  გამოფენა 12 მაისს გაიხსნა და დღეს დასრულდა. 


კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები