აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ისრაელის ელჩს შეხვდა

15 მაისი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაფთაი ცურის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ისრაელი აჭარისთვის ტურისტულად მიმზიდველ სამიზნე ქვეყანას წარმოადგენს, სადაც რეგიონის რეკლამირებას დეპარტამენტი 2013 წლიდან ანხორციელებს. ყოველწლიურად იზრდება აჭარაში  ტურისტების რაოდენობაც.  2016 წელს,  ისრაელიდან აჭარაში 41 355 ტურისტი ისვენებდა, შედეგად ისრაელი რეგიონში შემოსული ტურისტების რაოდენობის მხრივ მეხუთე ადგილზეა.  

ისრაელი აჭარისთვის ფრენების რაოდენობითაც გამორჩეულია. სულხან ღლონტმა შეხვედრაზე სწორედ, თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიმდინარე წელს, თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების განხორციელებას ოთხი ავიაკომპანია გეგმავს. Esrair Airlines, Arkia, ELAL airlines  და Georgian Airlines ბათუმის მიმართულებით რეისებს ზაფხულის განმავლობაში შეასრულებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის საკითხი ისრაელის ტურიზმის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. რაც ხელს შეუწყობს დეპარტამენტის მიერ ისრაელში დაგეგმილი პიარკამპანიების განხორციელებაში მათ ჩართულობას. ისრაელის ელჩთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ისრაელის კონსული საქართველოში და საელჩოს წარმომადგენლები. 


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები