აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმი ცენტრალში საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი გაიხსნა

16 მაისი, 2017

დღეს, ბათუმი ცენტრალში ახალი საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი გაიხსნა. რიგით მეცხრე საინფორმაციო ცენტრi რკინიგზის სადგურში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა გახსნეს.

ახალ საინფორმაციო ცენტრში რკინიგზის მგზავრებსა და რეგიონის სტუმრებს  აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. იქვეა  შესაძლებელი აჭარაში დამზადებული ადგილობრივი სუვენირების, პროდუქტებისა და მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით კონკრეტული ტურების შეძენაც.

ზაფხულში, რეგიონის მასშტაბით ტურისტებს ჯამში 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი მოემსახურება, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების, მთიანი აჭარის ტურების, გასართობი ტურისტული ობიექტებისა თუ ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. საბაგიროსა და ბათუმის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრები 24 საათის განმავლობაში იმუშავებს, რკინიგზის სადგურში გახსნილი ახალი ცენტრი კი ღამის რეისების დროსაც მოემსახურება მგზავრებს.

ამჟამად, აჭარის მასშტაბით 6 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი მუშაობს. 2017 წელს, იანვარ-აპრილში აღნიშნული ცენტრები 8 752 ვიზიტორს მოემსახურა, რაც 13,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. მაისის ბოლოდან, ასევე ამოქმედდება ქედისა და შუახევის ტურისტული ცენტრებიც, რომლებიც ტურისტულად ნაკლებად აქტიურ პერიოდში დახურული იყო.

 

2016 წელს, საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მომსახურებით 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 94%-ით აღემატება 2015 წელს


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები