აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა ფრანქფურტში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

17 მაისი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფრანქფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „IMEX 2017“ მონაწილეობს. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადაა წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ტურისტული კომპანიების, ტურიზმის სახელმწიფო სამსახურებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის მიზნით.

ფრანქფურტის ტურისტული გამოფენა „IMEX 2017“ მსოფლიოში საქმიანი ტურიზმის კუთხით  უმნიშვნელოვანესი გამოფენაა, რომელშიც მონაწილეობას MICE ტურიზმით დაინტერესებული უმსხვილესი კომპანები და ორგანიზაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ღებულობენ. ყოველწლიურად გამოფენას 3,500-ზე მეტი მონაწილე საერთაშორისო სასტუმრო ქსელებიდან, საკონვენციო ბიუროებიდან, ავიაკომპანიებიდან, ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზებიდან და კონკრეტული ტურისტული მიმართულებების სარეკლამო კომპანიებიდან სტუმრობს.

„ჩვენ, პირველად ვღებულობთ გამოფენაში მონაწილეობას, რადგან აჭარა საქმიანი ტურიზმის კუთხით საქართველოში ნამდვილად გამორჩეული რეგიონია. ჩვენ მეორე დღეა ვმართავთ შეხვედრებს კომპანიებთან და სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებთან. ჩვენი მთავარი მიზანი გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების დაკავშირებაა უკვე ქართულ კომპანიებთან, რათა მათ ერთობლივად დაგეგმონ ფორუმები, შეხვედრები და მსგავსი ღონისძიებები, რაც რეგიონში საქმიანი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ აღნიშნა მიხეილ კოპლატაძემ,  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა გამოფენაზე ყოფნისას.

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები 15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში წარადგინა. 


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები