აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის მთავრობის სხდომა

17 მაისი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე მინისტრთა კაბინეტს, გამგებლებსა და ქალაქის მერს, ასევე დამსწრე მედიის წარმომადგენლებს რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გასულ კვირას ჩატარებულ პოლონეთის დელეგაციის ვიზიტზე, ბათუმი-ვროცლავის საინვესტიციო ფორუმზე და რუსთაველის თეატრში ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე ისაუბრა.

რეგიონის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება ტურისტული სეზონის მოსვლასთან ერთად სამუშაო შეხვდერებისა და მიმდინარე პროექტების მონიტორინგის გააქტიურებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ტურისტულ სეზონზე უკეთესი პირობებისა და გარემოს შესაქმნელად, მთავრობის თავმჯდომარეს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელთან.

სხდომაზე ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაზიანებული ასფალტის საფარის ნაცვლად სულ მალე ახალი ფილაქნებით, საკანალიზაციო სისტემითა და ბორდიურებით მოწყობილი რამდენიმე ხეივანი შეემატება ბათუმის ბულვარს. უკვე ჩატარებულია მასშტაბური გამწვანებითი სამუშაოები როგორც ძველი, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიებზე. წლევანდელ სეზონზე ბათუმის ბულვარს განახლებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა ექნება, ერთიან სტილში მოეწყობა განახლებული საშხაპეები, გასახდელები, შეზლონგები, პლაჟზე გადასასვლელი საფეხმავლო ბილიკები. მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე უახლოეს მომავალში არდაგანის ტბის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, რომელიც ერთ-ერთ ტურისტულ ატრაქციას წარმოადგენს.

გმირთა ხეივანში“ ახალ საინვესტიციო-საპროექტო წინადადებები დამსწრეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გააცნო.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ ახლახანს გახსნილი აგრომარკეტის და დაგეგმილი ლოჯისტიკური ცენტრების შექმნის შესახებ ისაუბრა. 
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების შესახებ წარადგინა ინფორმაცია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 25 000 000 ლარი.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი 28 პროექტის დასაფინანსებელი თანხა 12 173 599 ლარს შეადგენს.

ბათუმის მერმა და ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგებელმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გასნახორციელებელი პროექტები წარუდგინა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადგილობრივი მნიშვნელობის საატომობილო გზების მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე ანგარიში საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა გააცნო. მისი თმით, დაახლოებთ 340 გრძივი კმ ადგილობრივი მნიშვნელობის გზა დაემატება აჭარის საავტომობილო გზებს. დეპარტამენტის უფროსმა ასევე გზებზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტით 350-მდე ღონისძიება განსაზღვრული. აქედან 40 უკვე განხორციელებულია, 70 ღონისძიება დასკვნით ფაზაშია და ივნისის თვეში დასრულდება. რეგიონის 5-ვე მუნიციპალიტეტში ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობს 14 ახალი ხიდის მშენებლობა, სანიაღვრე არხებისა და დამცავი ზღუდარების მონტაჟი. სულ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტში გამოყოფილია 34 მლნ ლარი. ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია- ღირებულება 4 მლნ ლარი.

მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე 2 განკარგულების და 2 დადგენილების პროექტი მიიღეს და კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია მოიწონეს.

დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:


http://adjara.gov.ge/…/Do…/901630ef52694cc3a62f8350c5a8.docx


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები