აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

2018-2021 წლებში სამინისტრო ინოვაციურ პროგრამებს განახორციელებს

10 მაისი, 2017

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში ინოვაციური პროგრამის „იდეებიდან წარმატებამდე“ განხორციელებას იწყებს.
პროგრამის მიზანი: ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობისა და მომსახურების სექტორების განვითარების მიზნით, სტარტაპებისა და არსებული მიკრო/მცირე ბიზნეს-სუბიექტების მხარდაჭერა.
პროგრამის კომპონენტები:
1. ფინანსური მხარდაჭერა: გრანტის გაცემა 
ა) სტარტაპი - ერთ ბენეფიციარზე მაქსიმუმ 10 000 ლარის ოდენობით
ბ) არსებული საწარმოს გაფართოება - ერთ ბენეფიციარზე მაქსიმუმ 25 000 ლარის ოდენობით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში საინვესტიციო პროცესის გაძლიერების მიზნით ახალ პროგრამებს განახორციეელბს. 
რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის პროგრამა სამინისტროს 2018-2021 წლების ბიუჯეტით 1 948 000 ლარით დაფინანსდება,რომლის ფარგლებშიც განხორციელდება:
• რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ხელშეწყობა (2018 წლის ბიუჯეტი - 295 000 ლარი)
• ეკონომიკური ობსერვატორია (2018 წლის ბიუჯეტი - 107 000 ლარი
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვა (2018 წლის ბიუჯეტი - 85 000 ლარი)

2017 წელს „ბათუმის ესტაკადას“ მშენებლობა იწყება. პროექტი 2018 წელს დასრულდება. 
2018 წლის ბიუჯეტი: 16 მლნ ლარი
პროექტის ღირებულება: 21 მლნ ლარი

2017 წელს აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირების პროექტი იწყება და ის 2018 წელს დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს:
• ქედის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებას; 
• ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტების ნაწილობრივ გაზიფიცირებას;
2018 წლის ბიუჯეტი: 7 000 000 ლარი

2017 წელს ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იწყება
20 000 მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე დაიწყება.

2018 წლის მაისში მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდება.თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება 170 საწოლზე იქნება გათვლილი.
• საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 22 172 764 ლარი - უკვე შესრულებული სამუშაოს ღირებულება 4 802 622 ლარი
• სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის ღირებულება 494 999 ლარი - უკვე შესრულებული სამუშაოს ღირებულება 50 368 ლარი

2017 წელს ბათუმის სასპორტო სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება.
• მიმდინარეობს მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება- ღირებულება 420 001 ლარი
• მომდევნო ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი ელექტრონული ტენდერით გამოვლინდება

კურორტი გოდერძის განვითარება ახალ ეტაპზე გადადის
2017 -2018 წლებში დაგეგმილია:
• კურორტის შიდა საავტომობილო გზის მშენებლობა - 3 კმ 2017-2018 წლის ბიუჯეტი - 8 მილიონი ლარი
• ეთნოგრაფიული მუზეუმისათვის განკუთვნილი შენობის შეძენა და მოწყობა. 2018 წლის ბიუჯეტი - 20 000 ლარი
• 112-ის ობიექტებისათვის შენობის მშენებლობა. 2018 წლის ბიუჯეტი 
• ადიგენის მიმართულებით ყოველდღიური სამარშუტო კეზბორის (12 ადამიანი) ამოქმედება. 2017 -2018 წლის ბიუჯეტი - 24 000 ლარი
• ბათუმი - გოდერძის მიმართულებით, სამარშუტო ვერტმფრენის (6 ადამიანი) ამოქმედება. 2017-2018 წლის ბიუჯეტი - 300 000 ლარი
• კურორტის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველწლიური ტრადიცული ღონისძიებების გამართვა (სამთო ველო სპორტში, Off-Road, Goderdzi Ethno Fest“ და ა.შ) 2017 წლის ბიუჯეტი - 80 000 ლარი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018-2021 წლების პროგრამების პრეზენტაცია მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გამართა. შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის,მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. რამაზ ბოლქვაძე დამსწრეთა შეკითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები