აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმში კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნა

19 მაისი, 2017

ბათუმში კიდევ ერთი მაღალი დონის, ბიზნესკლასის სასტუმრო SKY TOWER გაიხსნა. სასტუმროს გახსნის ცერემონიას დღეს აჭარის მთავრობის, ბიზნეს სექტორისა და ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კომპანია „მეტრო“-ს თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ 21-სართულიან სასტუმროში 101 ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნომერია განთავსებული. მრავალფუნქციური სასტუმრო უზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით. გარდა ამისა, სასტუმროში საპრეზიდენტო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაზინო, ღამის კლუბი და სხვა ობიექტებია განთავსებული. 


2017 წელს, ასევე დაგეგმილია სასტუმროს  „სემირამიდას ბაღები“ გახსნა, რომლითაც რეგიონს დამატებით 295 საწოლი ადგილი შეემატება. ჯამში, კი აჭარაში საწოლი ადგილების რაოდენობა 900-ით გაიზრდება. 

სასტუმრო Sky Tower – 220 საწოლი ადგილი- გახსნილია

სასტუმრო „ვინთემი“ – 335 საწოლი ადგილი- გახსნილია

სასტუმრო „ირე პალასი“- 80 საწოლი ადგილი - გახსნილია

სასტუმრო „ სემირამიდას ბაღები“ – 295 საწოლი ადგილი- გაიხსნება

დღეის მდგომარეობით, აჭარაში ახლადგახსნილი სასტუმროების მონაცემების ჩათვლით ოფიციალურად   18, 912 საწოლი ადგილია რეგისტრირებული



კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები