აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

20 მლნ აშშ დოლარის ახალი ინვესტიცია ბათუმში

19 მაისი, 2017

გმირთა ხეივანში სასტუმრო „Sky Tower“ გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ,ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. სიმბოლური ლენტი ზურაბ პატარაძემ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გაჭრა. პროექტით რეგიონში 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 22 სართულიანი სასტუმრო „Sky Tower“ მრავალფუნქციურია. 101 ნომრიან სასტუმროში საპრეზიდენტო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაზინო, სპა, ფიტნეს ცენტრი, ღამის კლუბი და სხვა ობიექტებია განთავსებული. ამ ეტაპზე სასტუმროში 90 ადამიანია დასაქმებული,ხოლო მშენებლობის პროცესში 200 ადამიანი მუშაობდა. შენობის რეკონსტრუქცია 2016 წლის ზამთარში დაიწყო და წელს დასრულდა.

კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები