აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ქედის მუნიციპალიტეტში ა/ბეტონის საფარი მოეწყო

27 მაისი, 2017

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილე რაულ ბერიძესთან  ერთად ქედის მუნიციპალიტეტში ქედა-ზენდიდის  საავტომობილო  გზის კმ0+000-კმ2+100 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. შეხვედრას  ქედის  მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანველიძე  ესწრებოდნენ. არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით ასფალტობეტონის საფარის დაგება დღეს დასრულდება.  სამუშაოებს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბონდი 2009“ ასრულებს და მის განსახორციელებლად აჭარის ა.რ. ბიუჯეტით გათვალისწინებულია 651 550  ლარი.

კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები