აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ა/ბეტონის საფარი მოეწყო

28 მაისი, 2017

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილე რაულ ბერიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალშენის გზა-განახლება საავტომობილო გზის კმ0+000-კმ1+000 +050 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე სპიკერი მერაბ კარანაძე ესწრებოდნენ. არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით ასფალტობეტონის საფარის დაგება დღეს დასრულდება. სამუშაოებს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები“ ასრულებს და მის განსახორციელებლად აჭარის ა.რ. ბიუჯეტით გათვალისწინებულია 222 028 ლარი.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები