აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

06 ივნისი, 2017

 

5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ორგანიზებით განხორციელდა შემეცნებითი ტური მტირალას ეროვნულ პარკში.

ამ აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის „შოთა რუსთაველის“ სახელობის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებმა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის  კლუბ „ცისნამის“ აღსაზრდელებმა.

მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში მათ ჩაუტარდათ პრეზენტაცია პარკის დაარსებისა და მნიშვნელობის, მის ტერიტორიაზე და ზოგადად რეგიონში არსებული ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების შესახებ, ხოლო პრეზენტაციის დასრულების შემდგომ მოხდა ველური ბუნების დალაშქვრა.

5 ივნის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 1972 ლი 15დეკემბერს გამოცხადდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. მისი მიზანია, საზოგადოების აქტიური ჩართვა გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში. წლევანდელი წლის სლოგანია: ,,ხალხის დაკავშირება ბუნებასთან“.


კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები