აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების გეგმის ოფიციალური წარდგენა

09 ივნისი, 2017

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“  ევროკავშირის მხარდაჭერით,  „მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტი ქალაქ  ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების გეგმის  ოფიციალური წარდგენა  გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრას დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და მოადგილე რაულ ბერიძე  დაესწრნენ.ღონისძიების მონაწილეები ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების გეგმის, პარკირების ახალი სტრატეგიის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციის, სადემონსტრაციო დერეფნის, ველოსისტემის, ელექტრო ტაქსის სისტემის  და ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების ოპტიმიზაციის მიმდინარე და ახალ ინიციატივებს გაეცნენ. პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმში მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტის განვითარება.

კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები