აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი გზა დაიგო

09 ივნისი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილესთან რაულ ბერიძესთან ერთად წონიარისი-კანტაური-ტიბეთას  საავტომობილო გზის კმ0+400-კმ1+000 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის დასრულებული  სამუშაოები დაათვალიერა. შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე დაესწრო. სამუშაოები დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ზიმო 7“ შეასრულა  და მის განსახორციელებლად აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან  გათვალისწინებული იყო 223 300 ლარი. აღნიშნულ პროექტში მოხდა ერთი ხიდის სრული რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და დამცავი ზღუდარების მოწყობა.

კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები