აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ხუცუბანი-თეთროსანის გზის რეაბილიტაცია სრულდება

10 ივნისი, 2017

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილესთან რაულ ბერიძესთან ერთად თეთროსანი-ხუცუბანი საავტომობილო გზის კმ0+770-კმ3+840 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი რომანაძე დაესწრო. სამუშაოებს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ერ ტე დე“ ასრულებს და მის განსახორციელებლად აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან გათვალისწინებული არის 839 880 ლარი. აღნიშნულ გზაზე მოეწყო 818 გრძივი მეტრი კიუვეტი, 82 გრძივი მეტრი გაბიონი და 35 გრძივი მეტრი ბეტონის კედელი. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით ა/ბეტონის საფარის დაგება 2 დღეში დასრულდება.

კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები