აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის გზის რეაბილიტაცია სრულდება

13 ივნისი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილესთან ლაშა ჩიხლაძესთან ერთად ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავი(ქ.ბათუმის წყალსადენის სათავე ნაგებობა)  საავტომობილო გზის კმ6+000-კმ7+090 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი   სამუშაოები დაათვალიერა. შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ წულაძე დაესწრო. სამუშაოებს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“ ასრულებს  და მის განსახორციელებლად აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან  გათვალისწინებული არის 382 050  ლარი. აღნიშნულ გზაზე მოეწყო  452 გრძივი მეტრი კიუვეტი და 116 გრძივი მეტრი გაბიონი. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით სამუშაოები ხვალისთვის დასრულდება.

კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები