აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

17 ივნისი გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

16 ივნისი, 2017

დღეს, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმარველოს ორგანიზებით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის კლუბ ,,ცისნამის“ აღსაზრდელებისათვის ლექცია-სემინარი ჩაატარა სატყეო სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა  რუსლან დავითაძემ, თემაზე: ,,კლიმატი და მოსალოდნელი შედეგები“. ლექციის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება გაუდაბნოებისა და ნიადაგის დეგრადაციის მოსალოდნელ შედეგებზე.

გაუდაბნოება ნაყოფიერი მიწების უდაბურ ადგილად გადაქცევის პროცესია, რაც იწვევს გვალვას, ტყის მასივებისა და სოფლის მეურნეობის დაზარალებას, საკვები რესურსების შემცირებას, შიმშილს, სიღარიბეს, ჯანმრთელობის გაუარესებას, მიგრაციას და სხვა. გაუდაბნოება და გვალვა გლობალური მასშტაბის პრობლემაა, რომელიც აზარალებს მსოფლიოს.

1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღედ გამოაცხადა. საქართველო ,,გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებკონვენციის მხარე 1999 წლიდან გახდა.

2017 წლის სლოგანია: ,,ჩვენი დედამიწა. ჩვენი სახლი. ჩვენი მომავალი“.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები