აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

გოდერძი-მწვანე ტბის გზის რეაბილიტაცია

27 ივნისი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა შპს "გოდერძი რიზორტსის" დირექტორთან ზურა ჭურკვეიძესთან ერთად მწვანე ტბასთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მიაწოდა. ის ხორციელდება დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში და მოიცავს 6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა მოშანდაკებას და შევიწროვებული ადგილების გაფართოებას. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის აქტივობების გაუმჯობესებას და რეგიონში ტურიზმის განვითარებას.

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები