აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

კირნათი-ჩხუტუნეთის გზის რეაბილიტაცია

27 ივნისი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილეებთან რაულ ბერიძესთან და ლაშა ჩიხლაძესთან ერთად საავტომობილო გზის „კირნათის გზა-ჩხუტუნეთის გზა“ კმ13+300-კმ16+130 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები“ ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ‎1 005 407 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 16 საყრდენი კედელი, 2082 გრძ.მ. ბეტონის არხი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2830 მ. ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.

აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 26 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა - ‎7 993 850 ლარის ფარგლებში.

3 ახალი ხიდის მშენებლობა და 5 არსებული ხიდის რეაბილიტაცია - 435 500 ლარის ფარგლებში. 56 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა - 686 798     ლარის ფარგლებში.

7 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია -  74 000 ლარის ფარგლებში.

14,5 კმ. (5000 კუბ.მ.) ბეტონის საფარის მოწყობა - 700 000 ლარის ფარგლებში

სულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია 10 მილიონ ლარამდე.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები