აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

„აჭარის ფერები“ - რეგიონის კიდევ ერთი მრავალფეროვანი ვიდეოკლიპი

30 ივნისი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით კიდევ ერთი ვიდეორგოლი „აჭარის ფერები“ გადაიღო. კლიპში წარმოდგენილია ტურისტის თვალით დანახული აჭარა, თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და შესაძლებლობებით. ვიდეორგოლი დეპარტამენტის შეკვეთით სარეკლამო კომპანია JWT METRO-მ გადაიღო.

„თამამად შეიძლება ითქვამს მსგავსი კონცეფციის ვიდეორგოლი ქართული ტურისტული და ასევე სარეკლამო ბიზნესისთვის სრულიად ახალი პროდუქტია. კლიპში გადმოცემულია ტურისტების თვალით დანახული აჭარა. ვიდეორგოლის სათაური „აჭარის ფერები“, ისევე როგორც მისი შინაარსი და ვიზუალიზაცია ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ჩვენი რეგიონის მრავალფეროვნებას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სულ ამ ეტაპისთვის  4 ვიდეორგოლია გადაღებული, რომელსაც ტურისტები 16 სამიზნე ქვეყანაში ნახავენ, როგორც ინტერნეტ და სოციალური მედიის საშუალებით, ასევე საერთაშორისო მედიით მეშვეობით.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას მსოფლიოს 16 ქვეყანაში  სხვადასხვა ტიპის სარეკლამო აქტივობებით ანხორციელებს. 

ვიდეორგოლი იხილეთ შემდეგ ლინკზე - https://www.youtube.com/watch?v=Gm-B5D5azE0


კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები