აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ქვედა კვირიკე-ზედა კვირიკე გზის რეაბილიტაცია სრულდება

01 ივლისი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილესთან რაულ ბერიძესთან ერთად ქვედა კვირიკე-ზედა კვირიკე საავტომობილო გზის კმ0+000-კმ1+300 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე დაესწრნენ. სამუშაოებს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“ ასრულებს და მის განსახორციელებლად აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან გათვალისწინებული არის 354 820 ლარი. აღნიშნულ გზაზე მოეწყო 300 გრძივი მეტრი კიუვეტი და 10 გრძივი მეტრი კედელი. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით სამუშაოები ხვალისთვის დასრულდება.


კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები