აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში გიდების ტრენინგები დასრულდა

03 ივლისი, 2017

აჭარაში გიდების გადამზადება დასრულდა. 60-მა გიდმა თეორიული და პრატიკული ტრენინგები მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გაიარეს. ბოლო პრაქტიკული სწავლება გიდებს მაღამთიანი აჭარისა და ეროვნული პარკების ტურისტულ მარშრუტებზე ჩაუტარდათ.

 

ტრენინგის მონაწილეებმა კინტრიშის ეროვნული ნაკრძალისა და სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტებით ისარგებლეს, სადაც ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და იქ არსებულ სერვისებს გაეცნენ.

 

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში დამწყებ და მოქმედ გიდებს ტრენინგები შემდეგი ტურისტული მარშრუტების მიმართულებით ჩაუტარდათ.

 

  • მაჭახელას მარშრუტი, მაჭახელას დაცული ტერიტორია

  • ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი

  • მაღალმთიანი აჭარა (ჩირუხი, სხალთა - ხიხანი,  გოდერძი, მწვანე ტბის მარშრუტი)

დაცული ტერიტოერიები: კინტრიში, მტირალა, ისპანი + ფრინველებზე დაკვირვება ( სახალვაშო- შუამთა ) თეორიული და პრაქტიკული კურსი აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკუსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისდა ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებდა

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები