აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების 15%-იანი ზრდაა

06 ივლისი, 2017

ივნისში, აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტი ვიზიტორი ესტუმრა. ცენტრების მომსახურებით რეგიონის მასშტაბით 10 808 ადამიანმა ისარგებლა. ჯამში კი, 2017 წლის იანვარ-ივნისში ცენტრებს 25 517 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-იან მატებას გულისხმობს.

ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების უმრავლესობას ძირითადათ პოლონელი, უკრაინელი, რუსი, თურქი და ისრაელელი ტურისტები წარმოადგენენ. ისინი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობებით და რეგიონში არსებული გასართობი ტურისტული ობიექტებით ინტერესდებიან. განსაკუთრებით, კი ყურადღებას მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე ამახვილებენ. წინა წელთან შედარებით გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა მთიანი აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშიც. გასული წლის 6 თვესთან შედარებით ცენტრებში ტურისტების მიმართვიანობა 86%-ითაა გაზრდილი.

ზაფხულში ტურისტებს აჭარაში ჯამში 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება. ისინი ბათუმსა და ყველა მუნიციპალიტეტშია განლაგებული, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების, მთიანი აჭარის ტურების, გასართობი ტურისტული ობიექტებისა თუ ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მეცხრე ცენტრი წელს ბათუმი ცენტრალში გახსნა. საბაგიროსა და ბათუმის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრები 24 საათის განმავლობაში ემსახურება ვიზიტორებს, რკინიგზის სადგურში გახსნილი ახალი ცენტრი კი ღამის რეისების დროსაც მუშაობს. ცენტრებში მოქმედებს ცხელი ხაზიც 577909093. 


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები