აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

39 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცა

06 ივლისი, 2017

თამარის დასახლებაში მდებარე ახალაშენებულ სოციალურ სახლში 39 ეკომიგრანტ ოჯახზე საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები დაიწყო. დღეს ბინების განაწილება კენჭისყრის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა.

უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, კომისიის მიერ შერჩეულ ეკომიგრანტ ოჯახებთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება. ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულმა აჭარის ა.რ სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა.

აღნიშნულმა კომისიამ 39 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაცია გასცა. პარალელურად, სოციალურ სახლში დარჩენილი ბინების მოქალაქეებისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ბენეფიციარების განცხადებებს შესაბამისი სამთავრობო კომისია იღებს, რომლის განხილვის შემდეგ მოქალაქეებს ბინები საკუთრებაში გადაეცემათ. სოციალური სახლი 10 სართულიანია. შენობაში 58 ბინა განთავსდა. მშენებლობის პროცესში კომპანიის განცხადებით ჯამში 400 ადამიანი დასაქმდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია. სოციალური სახლის „მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდა.

2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში სულ 280 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები