აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

შეხვედრა კომპანია „ყაზმუნაი გაზის“ წარმომადგენლებთან

06 ივლისი, 2017

აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ა.რ ფინანსთა მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ყაზახური კომპანიის, „ყაზმუნაი გაზის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრას ყაზახური მხრიდან ვიცე-პრეზიდენტი დაურენ კარაბაევი, აქტივების დეპარტამენტის დირექტორი ლუიზა აკანოვა და სერვისების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კაირათ ასკაროვი ესწრებოდნენ.

შეხვედრას ასევე „ბათუმის ნავთობის ტერმინალი“-ს გენ.დირექტორი ბახიჯან ნამაევი ესწრებოდა. ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მონაწილეებს აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მისი თქმით, ყაზახური მხარის ინტერესი საქართველოს, კერძოდ, აჭარის რეგიონის მიმართ გაზრდილია, რასაც ბოლო პერიოდში ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების მზარდი რაოდენობა ადასტურებს.

მთავრობის თავმჯდომარემ აჭარაში მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის შესახებ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლევანდელ სეზონზე კვირაში 100-მდე ფრენა ხორციელდება 38 მიმართულებით, მათ შორის ყაზახეთიდან 6 რეგულარული და ჩარტერული ფრენა. ყაზახურმა მხარემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ეკომომიკის მინისტრს საინვესტიციო მიმართულებით თავიანთი წინადადებები გააცნო. მხარეებს შორის ახალ საინვესტიციო პროექტზე მუშაობა განხილვის პროცესშია. „ყაზმუნაი გაზი“ ყაზახეთის ერთ-ერთ მსხვილი კომპანიაა


კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები