აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

8, 9 და 10 ივლისს ბათუმში არტფესტივალი ''არგანი'' ჩატარდება

07 ივლისი, 2017

ხვალიდან, ბათუმში არტფესტივალი ,,არგანი’’/Batumi ArtFest “ARGANI” აიღებს სტარტს. სამი დღის განმავლობაში 6 მაისის პარკი  ბრწყინვალე არტ-მოედნად იქცევა, რომელიც  მხატვრებს, დიზაინერებს, ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, იოგის ინსტრუქტორებს, მომღერლებს, მუსიკოსებს, ფოტოგრაფებს, მოქალაქეებს და ქალაქის სტუმრებს გააერთიანებს.

პარკში მისულ ადამიანებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ქართველი და უცხოელი ოსტატების მიერ შექმნილ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, ხატვის და ცეკვის მასტერკლასებს, მხატვრების და ფოტოგრაფების გამოფენას, არტ-ობიექტების და გრაფიტის მასტერკლასებს. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა ბავშთა ზონა სპორტული და სახალისო აქტივობებით, ფუდ-ზონა (ალკოჰოლის და ხორც-პროდუქტების გარეშე) და ქართულ-უცხოური ფილმების ჩვენება ღია ცის ქვეშ.  ფესტივალს მუსიკალურად ადგილობრივი  მუსიკალური ბენდები და DJ-ები გააფორმებენ. ფესტივალი 8 ივლისს, 12:00 საათზე, ექვსი მაისის პარკში გაიხსნება. ის კომპანია GEO STUMARI”-სა და საპროდიუსერო ჯგუფი “GO MAMONTS” იმართება.

ფესტივალი "არგანის" პროგრამა



კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები