აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

პეტრას ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

08 ივლისი, 2017

პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება იგეგმება, რომლის მიხედვითაც ციხე ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება.  ციხეზე დაგეგმილ პროექტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელ ლაშა ასლანიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პეტრას ციხის რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება იგეგმება. ციხის მუზეუმ-ნაკრძალში მოეწყობა მისასვლელი გზები, ბილიკები და საექსპოზიციო ნაგებობები. ასევე გაკეთდება ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები. ციხის პოპულარიზაციის მიზნით ასევე განიხილება ყოველწლიური ფესტივალის „არტ ფესტივალი პეტრა“-ს გამართვის იდეაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პეტრას ციხესიმაგრეს, როგორც რეგიონში ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას აქტიურ პოპულარიზაციას როგორც საიმიჯო კლიპებით, ასევე სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით უწევს.

პეტრას ციხეზე ყოფნისას სულხან ღლონტი ლაშა ასლანიშვილთან ერთად ედინბურგელ მკვლევარებს ემანუელე ინტალიატასა და მართა კარლოტა რავიცაას შეხვდა, რომლებიც ქართველ არქეოლოგ დავით ნასყიდაშვილთან ერთდ პეტრას ციხეზე ბიზანტიური ეპოქის ნაშთებს იკვლევენ. პეტრას ციხე უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქის ნანგრევებს წარმოადგენს და ის სოფელ ციხისძირში, ქობულეთიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობით გამორჩეული ციხე-ქალაქი ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს ბრძანებით ჩვენი წელთაღრიცხვის VI საუკუნეშია აშენებული. ის აჭარაში ტურისტებისთვის საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლია.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები