აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

ზღვის წყლის მონიტორინგი

11 ივლისი, 2017

დღეს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გარემოს ინტეგრირებულმა მართვის განყოფილებამ მორიგი გასვლა განახორციელა ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგის ჩასატარებლად.

სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებელზე მონიტორინგი მიმდინარეობს აპრილიდან ოქტომბრამდე. ამ პერიოდში ხდება, ზღვის წყლის მიკრობიოლოგიური შესწავლა აქტიური დასვენების ადგილებში: სარფის, კვარიათის, ბათუმის ცენტრალური პლაჟის (2 წერტილი), ბარცხანის, მწვანე კონცხის, ჩაქვისა და ქობულეთის ცენტრალურ პლაჟის გასწვრივ. წლის განმავლობაში, მონიტორინგის პერიოდში აღებული და მიკრობიოლოგიურად გამოკვლეული იქნება 150 სინჯი.

ზღვის წყლის მონიტორინგი მიმდინარეობს მიზნობრივი პროგრამის: ,,აჭარის სანაპირო ზოლის სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგისფარგლებში. დღეისათვის ჩატარებულია 64 ლაბორატორიული კვლევა, რომლის მიხედვითაც ზღვის წყლის ხარისხი მთელს პერიმეტრზე კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმის ფარგლებშია.

საბანაო წყლების მონიტორინგს აწარმოებს აჭარის .. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიულ კვლევითი ცენტრი, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მონიტორინგის მიზანი, ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების ბაქტერიოლოგიური განსაზღვრა და მავნე ნივთიერებათა ჩაშვების მინიმიზაციაა. გამოვლენილ დარღვევებზე დროული რეაგირების მიზნით, ლაბორატორიული კვლევები  შესაბამის ორგანოებს გადაეცემა.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
052930311234
06567891011
0712131415161718
0819202122232425
092627281234
10567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები