აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

ჩამდინარე წყლების მონიტორინგი

12 ივლისი, 2017

დღეს, აჭარის არ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ჩამდინარე და ზედაპირული წყლის ხარისხის გეგმიური მონიტორინგი განახორციელა, გარემოსდაცვითი პროგრამის  ,,აჭარის სანაპირო ზოლის  ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგის“  ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება წყლის ქიმიური კვლევა და მისი მიზანია ზედაპირულ წყლებში მავნე ნივთიერებათა ჩაშვების შემცირება.  ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლენილი დარღვევები რეაგირებისათვის გადაეცემა შესაბამის ორგანოებს.

წლის განმავლობაში დაგეგმილია 210 სინჯის აღება.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები