აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

სტუდენტები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობას გაეცნენ

12 ივლისი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტმა დეპარტამენტში რეგიონის რეკლამირების, სერვისისა და  ტურისტული პროდუქტების განვითარების კუთხით ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში მოისმინეს. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს, რაც ონლაინ რეკლამას, პრეს და ინფო ტურების ორგანიზებას, გარე რეკლამას და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებს ითვალისწინებს. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მნიშვნელოვანია აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლების გავრცელება პოპულრული ტელეკომპანიების ევრონიუსისა და BBC- ის ეთერით.

სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით კი აღსაღნიშნავია ტრენინგები გიდების, განთავსებისა და კვების ოებიქტების, ასევე საოჯახო სასტუმრო სახლებისა და სოფლად არსებული კვების ობიექტების მეპატრონეებისთვის. 

პრეზენტაციის დასასრულს სტუდენტებმა აჭარის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლები ნახეს. 10 დღიანი ტურის ფარგლებში ისინი აჭარისა და დასავლეთ საქართველოს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს დააათვალიერებენ


კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები