აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რამაზ ბოლქვაძე ფინანსური სახლის გახსნას დაესწრო

13 ივლისი, 2017

ბათუმში „ჩემი ფინანსური სახლი“ გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდა. მინისტრმა საზეიმო ლენტი ტერაბანკის გენერალურ დირექტორთან თეა ლორთქიფანიძესთან ერთად გაჭრა. რამაზ ბოლქვაძემ კომპანიის წარმომადგენლებს დაწესებულების გახსნა მიულოცა და ახალი ფინანსური ცენტრის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. "მოხარული ვარ, რომ დღეიდან ბათუმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი შეემატება. „დაბი ჯგუფს“ საქართველოში დაახლოებით 250 მლნ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს და ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლები, ბანკის მენეჯმენტი და ტერაბანკის ბიზნესკლიენტები ესწრებოდნენ. ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ შევქმენით თავისუფალი, დაბალანსებული, ჯანსაღი და კონკურენტული გარემო ბიზნესის კეთებისთვის და რა თქმა უნდა მივესალმები ყველა სასიკეთო ნაბიჯს ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება ახალ ფინანსურ ცენტრს სოციალ-ეკონომიკური კუთხით. დაწესებულება ახალი ბიზნესპროექტების დაწყების მნიშვნელოვანი სტიმული და ამასთანავე მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი გახდება, რაც რა თქმა უნდა რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო განავითარებს"-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ. „ჩემი ფინანსური სახლი“ ტერაბანკის ყველაზე დიდი და ამავე დროს ახალი კონცეფციის ფილიალია. მომხმარებლებისთვის სხვადასხვა საბანკო სერვისის მიწოდების გარდა, ბანკში სპეციალური სივრცეები ბიზნეს სუბიექტების საქმიანი ურთიერთობების დამყარებისთვის გამოიყო. ტერაბანკი არაბულ საინვესტიციო ჰოლდინგს - დაბი ჯგუფს ეკუთვნის. მისი მთავარი აქციონერი შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საბანკო და სასტუმრო მიმართულებით საქართველოში ჯამში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია კვე განხორციელებული აქვს.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები