აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რამაზ ბოლქვაძე სოციალური პარტნიორობის კომისიის სხდომას დაესწრო

12 ივლისი, 2017

სასტურო „შერატონში“,სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან. სხდომაზე აჭარის რეგიონში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის საკითხი განიხილება.

სოციალური პარტნიორობა საზოგადოებრივი მოძრაობაა,რომელიც საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს. მისი მიზანი სოციალური პარტნიორობის განვითარება, დასაქმებულებს, დამსაქმებლებს და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა, ასევე, შრომით ურთიერთობებში, სადავო საკითხებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაა. 2013 წელს განხორციელდა საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილება და დაემატა ახალი თავი, რომლითაც განისაზღვრა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის არსი, ფუნქციები, მისი საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილებები. ამავე წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულება“, 18 წევრიან კომისიაში საქართველოს მთავრობის, პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და დამსაქმებელთა წარმომადგენლები შედიან.

საქართველოს მიერ საერთაშორისო თუ ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით შექმნილ სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი სოციალური დიალოგის/სოციალური პარტნიორობის პილოტირებას უჭირავს. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის საქმიანობის 2016-2017 წლების სტრატეგიული სამოქმედო გემაში, განსაზღვრულია სოციალური პარტნიორობის პილოტირება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ცენტრალურ კომისიაზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამმხრივი კომისიის შემადგენლობად წარედგენილია: აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებები. კომისია დაარეგულირებს ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დაიცავს მშრომელთა უფლებებსა და უსაფრთხოებას, განიხილავს შრომით დავებს.


კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები