აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარასა და მოგილიოვს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

08 ივლისი, 2017

აჭარის მთავრობის დელეგაციის ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტი გრძელდება. ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მოგილიოვის აღმასრულებელ რაიონულ ოლქში აჭარის მთავრობის დელეგაციის ოფიციალური მიღების ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე დამეგობრებული რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა ორხმრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმავებაზე ისაუბრეს. თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც 2017-2019 წლებში ორმხრივი ურთიერთობების სამოქმედო გეგმას მოიცავს.
ზურაბ პატარაძემ მოგილიოვის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან ვლადიმირ დომანესკისთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად თანამშრომლობის სფეროები განიხილა. მოგილოვის ოქლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით აქტიური ეკონომიკის, ტურიზმის,სოფლის მეურნეობისა და კულტურის მიმართულებით იქნება.
როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დიდია ინტერესი ბელარუსის რესპუბლიკიდან, კერძოდ, მოგილიოვის ოლქიდან აჭარის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მიმართ. ბელარუსი მეგობრები ასევე სოფლის მეურნეობის და კულტურის დარგში ერთობლივი პროექტების გამხორციელებით არიან დაინტერესებულები. მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება თანამშრომლობის სწორედ ამ სფეროებს მოიცავს.
შეხვედრაზე მოგილიოვის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი დაიგეგმა აჭარაში, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში შედგება.
დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ხვალ, ქალაქ მინსკში, ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადმირი მაკეასთან შეხვედრა გაიმართება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ბელარუსის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. რეგიონის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.

კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები