აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარაში 30 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება დაიწყო

07 ივლისი, 2017

➢ბათუმში თანამედროვე ტიპის სასტუმრო კომპლექსის „თვინს თაუერსის“ მშენებლობა დაიწყო. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობით აჭარაში 30 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. სიმბოლური კაფსულა საძირკველში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და კომპანიის გენერალურ დირექტორთან ალი საიიდ სულაიმან ალსალამთან ერთად ჩადო.

➢მშენებლობის პროცესში დაახლოებით 400 ადამიანი, ხოლო სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 150 მოქალაქე დასაქმდება. 
სასტუმრო კომპლექსი 72,000-ზე მეტ კვ.მ. ტერიტორიაზე შენდება. პროექტი ორ ოცდარვასართულიანი და ერთი ოცსართულიანი ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს.

➢კომპლექსში აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა, ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები, ასევე შიდა და გარე ავტოსადგომი განთავსდება. პროექტი 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.

➢კომპანია „გრინვალი“ 2004 წელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაარსდა. კომპანია საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობა. „გრინვალი“-ს დღემდე ასობით მილიონის ღირებულების პროექტი უკვე განხორციელებული აქვს.


კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები