აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში

08 ივლისი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში იმყოფება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან მიხაილ რუსისთან შეხვედრა გამართა.შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ესწრებოდნენ. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. 
ზურაბ პატარაძემ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.
ბელარუსის ვიცე-პრეზიდენტის მიხაილ რუსის განცხადებით ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან განსაკუთრებით დიდია ინტერესი აჭარის სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით. 
„მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციას მთავრობის თვმჯდომარის ხელმძღვანელობით. ჩვენი მიზანია ქვეყნებს შორის სავაჭრო ტვირთბრუნვის გაზრდა 200 მილიონამდე, რაც თავისთავად გულისხმობს ახალ სამუშაო ადგილებს, სამრეწველო ბიზნესის განვითარებას. აღნიშნული პროგრამა როგორც საქართველოს ასევე ბელარუსის მთავრობების მიერ ხორციელდება, გვაქვს ზრდადი დინამიკა. ჩვენი ქვეყნის მეთაურების შეხვედრებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონებს შორის თანამშრომლობას. მოხარულები ვართ აჭარის დელეგაციის ვიზიტით მაგილიოვის ოლქში. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება შემდგომი თანამშრომლობის გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სამშენებლო, კულტურული და ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები აჭარის რეგიონთან თანამშრომლობის კუთხით, ერთ-ერთი მაგალითია თამბაქო, ჩვენ 2015-2016 წლებში ჩვენი საწარმოსთვის შევიძინეთ 3 მილიონი დოლარის საუკეთესო ხარისხის თამბაქო და ვაპირებთ გავაგრძელოთ თანამშრომლობა. დაინტერესებული ვართ მცირე და დიდი ზომის აგროსაწარმოების შექმნით. ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტურიზმის განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ლოჯისტიკური საკითხები, ჩვენი ტვირთების მოძრაობა, ამ კუთხით იგეგმება ბელარუსიის, უკრაინისა და საქართველოს მხარეების შეხვედრა. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა წინადადება და შემოთავაზება და მივიღოთ მაქსიმალურად დადებითი გადაწყვეტილება.“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსმა. 
დღესვე დელეგაციის წევრები სხვადასხვა სამრეწველო ობიექტს დაათვალიერებენ და კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს გამართავენ.

კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები