აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ბათუმს ახალი ელექტრო ავტობუსები მოემსახურება

13 ივლისი, 2017

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასესხო და საგრანტო ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა, ფრანსის მალიჟმა მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ბათუმს ახალი ავტობუსები მოემსახურება, რაც ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებასა და მოდერნიზებას შეუწყობს ხელს. 

პროექტის ფარგლებში ევრობანკს პირველად შემოჰყავს საკუთარი საქმიანობის ქვეყანაში ელექტრო ავტობუსები მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორში. პროექტი ხორციელდება ევრობანკის მიერ მართული მრავალდონორიანი აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) ფარგლებში. 

დამსწრე საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რის შედეგადაც ბათუმის საქალაქო -სატრანსპორტო პარკს 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსი შეემატება. „მოგეხსენებათ, გაეროს მხარდაჭერით ბათუმში ხორციელდება პროექტი „მწვანე ქალაქები“, დღეს კი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ ჩვენი ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისა და ევროპული სერვისების დანერგვისათვის კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი პროექტი დაიგეგმა“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. 

ევრობანკმა საქართველოს 5.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, ხოლო E5P-მ 1.5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო, რის შედეგადაც ბათუმს 10 ელექტრო და 20 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსი მოემსახურება. პროექტი მიმდინარეობს ევრობანკის მწვანე ქალაქების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალურ სექტორში „მწვანე“ კაპიტალდაბანდების წახალისებას. 

ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში ევრობანკი ასევე გამოყოფს 0.8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას ტექნიკური მხარდაჭერის საკითხებში. ეს ევრობანკის რიგით მეორე პროექტია, რომელიც ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებას უწყობს ხელს. 

E5P ხელს უწყობს საქართველოს გააუმჯობესოს ენერგო ეფექტურობა, ენერგო უსაფრთხოება და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა. ფონდი, ასევე, მხარს უჭერს დარგობრივი პოლიტიკის სფეროში წარმოებულ დიალოგს. E5P მიზნად ისახავს აღმოსავლეთი პარტნიორობის რეგიონში გრანტების საშუალებით კაპიტალდაბანდებების წახალისებას ისეთ პროექტებში, როგორიცაა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების მართვა, გარე განათება, ადგილობრივი ტრანსპორტი და ენერგო ეფექტურობა საჯარო შენობებში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები