აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ქობულეთში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

14 ივლისი, 2017

ქობულეთში, კინტრიშისა და და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ახალი ოფისი გაიხსნა. ახალი ადმინისტრაციული შენობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად გახსნა. ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტიც ესწრებოდა.

ახალი შენობა ქობულეთში, აღმაშენებლის #271-ში მდებარობს და ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას, ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს, სასტუმროს 4 ნომერს და კაფეს აერთიანებს.

ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები გამორჩეული და უნიკალურია. მზარდია ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობაც, თუმცა ახლად გახსნილი ვიზიტორთა ცენტრი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს  ქალაქიდან დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურთა მოზიდვას. 2016 წელს, კინტრიშის ეროვნულ ნაკრძალში ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 36%-ით, ხოლო ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე 5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება, უშუალოდ ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ის საერთაშორისო მნიშვნელობის, უნიკალური, რამსარის კონვენციით აღიარებული ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიზნით 1998 წელს შეიქმნა. დღეისათვის, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 ტურისტული მარშრუტია მოწყობილი. კინტრიშის დაცული ლანდშაფტი კი ტყეებისა და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით დაარსდა. გამორჩეულია ამ ტერიტორიაზე არსებული  ათასწლოვანი უთხოვარის ხეები. კინტრიშს განსაკუთრებულ ელფერს, ეთნოგრაფიული სახლები სძენს. ასევე, კინტრიშის და მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე შემორჩენილია ისტორიული, ულამაზესი თამარის თაღოვანი ხიდები, რომლებიც ბოლო წლებში, ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციად იქცა.

დაცული ტერიტორიების ახალი ადმინისტრაციული შენობის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, პარლამენტის და აჭარის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შენობა კოლხეთის განვითარების ფონდის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო.


კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები