აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ნენიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება

17 ივლისი, 2017

შუახევის მუნიციპალიტეტში  სრულდება საავტომობილო გზის ნენიის გზა კმ0+000-კმ2+340 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ზიმო-7“ ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 711 700 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 6 საყრდენი კედელი და 6 გაბიონი, 395 გრძ.მ. ბეტონის არხი და ამ ეტაპზე იწყება 2340 მ. ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.

აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით შუახევის მუნიციპლაიტეტში გათვალისწინებულია 9,440 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა - 3 882 843 ლარის ფარგლებში. 

3 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია - 415 005 ლარის ფარგლებში. 41 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა - 772 194 ლარის ფარგლებში.

22,344 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია -242 960 ლარის ფარგლებში.

15,300 კმ. (5050 კუბ.მ.) ბეტონის საფარის მოწყობა - 807 440 ლარის ფარგლებში.

სულ შუახევის მუნიციპალიტეტში 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის გამოყოფილია 6 120 442 მილიონ ლარამდე.


კალენდარი

<<
<იანვარი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
011234567
02891011121314
0315161718192021
0422232425262728
052930311234
06567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები