აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის საინვესტიციო ბიზნესფორუმზე რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

19 ივლისი, 2017

ბათუმმა აჭარის საინვესტიციო ბიზნესფორუმს უმაპისნძლა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველოში სტუმრად მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სიტყვით გახსნეს. სტუმრებს მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, რომელმაც ყურადღება რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე გამახვილა.

ფორუმზე აჭარის ტურისტული პოტენციალისა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო ხახუბიამ გააკეთა.
აჭარაში ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ობიექტების და საჰაერო ფრენების რაოდენობა. მხოლოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, წლევანდელ სეზონზე კვირაში 111-ფრენა  39 მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის 12 ავიაფრენა უკრაინიდან. მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოში უკვე ფიქსირდება უკრაინიდან ვიზიტორთა 20 %-იანი ზრდა.

უკრაინა აჭარისთვის ტრადიციულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც რეგიონის აქტიური რეკლამირება წლებია მიმდინარეობს. შედეგად აჭარაში უკრაინელი ტურისტები რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზე არიან. 2016 წელს, რეგიონს 45 000-ზე მეტი უკრაინელი ტურისტი სტუმრობდა.
ფორუმზე სტუმრებს აჭარის საინვესტიციო და სოფლის მეურნეობის პროექტებიც გააცნეს. ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და უკრაინაში ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე 250-მდე წარმომამდგენელი ესწრებოდა.
ფორუმის ფარგლებში ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები