აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარა საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

19 ივლისი, 2017

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. შეხვედრას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაესწრო. სტუმრებს სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიმართა.

➢ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა გამართა.

➢ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებს აჭარის უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეო რგოლის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

➢ფორუმის მონაწილეები აჭარის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პოტენციალს გაეცნენ.

➢ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და უკრაინაში ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომამდგენლები ესწრებიან. ➢ფორუმის ფარგლებში ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ➢აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ოდესის ოლქს (უკრაინას) შორის 2017-2019 წლების თანამშრომლობის განვითარების გეგმას მოეწერა ხელი. დოკუმენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის განვითარების გეგმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

➢2016 წლის წინასწარი მონაცემებით, უკრაინის წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში შეადგენს - 5.2%-ს, ექსპორტში - 3.5%, იმპორტში - 5.7%-ს.

➢საგარეო ვაჭრობა: აჭარა-უკრაინა 2015-2016 წწ.

➢სავაჭრო ბრუნვა: 22 442 253 ლარი (წილი რეგიონის სავაჭრო ბრუნვაში - 1%)

➢ექსპორტი: 4 556 657 ლარი (წილი რეგიონის ექსპორტში - 1.3%)

➢იმპორტი: 17 885 596 ლარი (წილი რეგიონის იმპორტში - 0.9%)


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები