აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ოდესის ოლქის დელეგაცია ბათუმის პორტს და სარფის საბაჟოს ეწვია

18 ივლისი, 2017

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ოდესის ოლქის დელეგაციასთან ერთად ბათუმის პორტს ეწვია. ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ სტეპანოვი და დელეგაციის წევრები ბათუმის პორტის ტვირთბრუნვითა და სხვა პორტებთან თანამშრომლობის საკითხებით დაინტერესდნენ. პორტის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია სტუმრებს პორტის წარმომადგენელმა გააცნო. მოგვიანებით სტუმრები სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტს ეწვიენ და მის მუშაობას გაეცნენ. შეხევდრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე მეგრელიშვილი ესწრებოდნენ. ოდესის დელეგაციას ოდესის ოლქის სახლემწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი კონსტანტინ ჩიჟიკი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე მარია სვინტიცკაია, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი პიოტრ ბოგდანი წარმოადგენენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე იუსტიციის სახლის მუშაობას გაეცნობიან, დაათვალიერებენ ბათუმის ბულვარს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს და მუზეუმებს. საქართველო და უკრაინა ევროკავშირის ასოცირებული წევრებია რიან: ორივე ქვეყანამ მიმდინარე წელს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მიიღო. არსებობს თანამშრომლობა რეგიონებს შორის. კერძოდ, ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციასა და აჭარის ა.რ მთავრობას შორის 2005 წელს თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა, ხოლო 2013 წელს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები