აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

''საიმედო ტური''-ს მოგზაურობა აჭარაში

24 ივლისი, 2017

მთიანი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ტელეკომპანია იმედზე გადაცემის „იმედის დღე“ გადამღები ჯგუფი გაეცნო.  გადაცემის წამყვანებმა ნიკოლოზ წულუკიძემ და თორნიკე კვერენჩხილაძემ ტურისტული რუბრიკის „საიმედო ტური“-ს ფარგლებში მირვეთის ველომარშრუტი და მაჭახელას „თოფის გზა“ გაიარეს. ისინი მირვეთის ტურისტული მარშრუტზე ულამაზეს ბზების ხეივანს, ჩანჩქერს, მირვეთის თაღოვან ხიდსა და საპიკნიკე ტერიტორიას სტუმრობდნენ.

მაჭახელას ტურისტულ მარშრუტზე კი გადამღები ჯგუფი მაჭახელას თოფის წარმოებისა და ხეობის ისტორიას ჩხუტუნეთის მუზეუმში გაეცნენ. ისინი ასევე სტუმრობდნენ მაჭახელას თოფის მწარმოებელთა შთამომავალ ნოე ნაგერვაძეს, სადაც თოფის სუვენირების დამზადების პროცესსაც დაესწრნენ. მთიანი აჭარის გარდა გადამღებმა ჯგუფმა ბათუმიც გადაიღო. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობდნენ. საიმედო ტურის აჭარაში მოგზაურობის ნახვა მაყურებლებს 28 ივლისს, სეზონის ბოლო გადაცემაში შეეძლებათ.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები