აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

კონსტანტინე მეგრელიშვილმა სავაჭრო პალატაში შეხვედრა გამართა

25 ივლისი, 2017

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე მეგრელიშვილი, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეწვია. 
►მინისტრის მოადგილე, სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ვახტანგ ჭეიშვილთან და ლაშა ფირცხალავასთან ერთად, პალატის ხელმძღვანელს თამაზ შავაძეს და თანამშრომლებს შეხვდა. 
►აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა კონსტანტინე მეგრელიშვილს უწყების მიერ დღემდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. 
►მინისტრის მოადგილემ სხვადასხვა საკითხებზე ორგანიზაციაში დასაქმებულების წინადადებები მოისმინა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით, სამომავლოდ მნიშვნელოვანი სიახლეების გატარებაზე ისაუბრა. 
►ბოლო პერიოდში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის რებრენდინგი განხორციელდა. 2016 წლის მონაცემებით პალატამ სულ 1049 საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი გასცა და სხვადასხვა ქვეყნის 60 ბიზნეს დელეგაციას და ოფიციალურ პირს უმასპინძლა.
►ასსპა-ს საქმიანობის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ პრივატიზების პროცესის, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიიღონ.
►აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წევრია. ICC მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც წამყვან კომპანიებსა და ბიზნეს ორგანიზაციებს აერთიანებს საქართველოში.
2013 წლიდან აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა აზია-წყნარი ოკეანის პალატების კონფედერაციის (CACCI) წევრია.
►ასსპა-ს აქტიური ჩართულობით აჭარაში მრეწველობის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და სხვა მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები