აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარისა და ჰესენის მხარის საინვესტიციო ვორქშოპი

28 ივლისი, 2017

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვახტანგ ჭეიშვილმა, ლაშა ფირცხალავამ და კამილა კახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ჰესენის სავაჭრო და საინვესტიციო სააგენტოს უფროსთან სტეფან აუგუსტინთან და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელთან ოლივერ ბეილთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ჰესენის ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოსთან სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. საინვესტიციო სააგენტოში ვორქშოპი ჩატარდა, რომელიც ინვესტიციების მოზიდვების კუთხით ურთიერთგამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებდა.

ჰესენის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტო, ჰესენის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს დაწესებულებაა, რომელიც რეგიონის საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს და ინვესტიციების მოზიდვას ახორციელებს. საერთო შედეგებით სააგენტო ერთ-ერთი წარმატებულია გერმანიაში.

სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე სამინისტროს თანამშრომელმა კამილა კახიძემ აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა. გერმანული მხარე ასევე აჭარის საინვესტიციო მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს და ღონისძიებებს გაეცნო.

საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილების უფროსმა ვახტანგ ჭეიშვილმა და ჰესენის საინვესტიციო სააგენტოს უფროსმა სტეფან აუგუსტინმა აჭარასა და ჰესენს შორის სამომავლოდ საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გერმანულ მხარესთან საქმიანი ურთიერთობა აჭარის საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავების ფორმატში გაგრძელდება. სამომავლოდ ჰესენის საინვესტიციო სააგანტოს საპასუხო ვიზიტი იგეგმება აჭარაში.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები