აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

"გოდერძიზე" შიდა საკურორტო გზის მოწყობა დაიწყო

31 ივლისი, 2017

კურორტი „გოდერძის“ 1761 მეტრი შიდა გზის მოწყობა დაიწყო. ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან დააკავშირებს.

სამუშაო პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, მოადგილესთან კონსტანტინე მეგრელიშვილთან და "გოდერძის"დირექტორთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად გაეცნო. მთავრობის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კომპანია "ბონდი 2009"-ს პროექტის მენეჯერმა მამუკა ჟღენტმა მიაწოდა.

პროექტი კურორტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხებით სრულიად ახალი გზის მოწყობას და განათების ბოძების განთავსებას ითვალისწინებს.

დაგეგმილია გზის მოშანდაგდება, სამომავლოდ კი ბეტონის საფარით დაიფარება. 
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს. პროექტში 2 049 000 ლარი დაიხარჯება და სამუშაოები 2 თვეში დასრულდება. 
სამუშაო პროცესში ამ ეტაპზე 22 ადგილობრივია დასაქმებული და 10 დღეში ეს რაოდენობა 40-მდე გაიზრდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა კურპრტის ტერიტორიაზე არსებულ საინვესტიციო მიწის ნაკვეთები დაათვალიერა. რამაზ ბოლქვაძემ უახლოეს ეპრიოდში კურორტზე ახალი პროექტების დაწყებაზე ისაუბრა.

"კურორტის განვითარება ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორც იცით ჩვენ ვიწყებთ გოდერძზე აქტიურ საპრივატიზაციო პროცესს და კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები უკვე არსებობს. 
იმისათვის, რომ საინვესტიციო პროცესი კიდევ უფრ ეფექტურად წარიმართოს, პარალელურად, როგორც ხედავთ, ამ ტერიტორიაზე გადის სრულიად ახალი, თითქმის 2 კილომეტრიანი გზა, რომელის ცენტრალურ გზას კურორტის საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთებამდე დააკავშირებს. ეს არის უნიკალური, ისტორიული პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბებით მაღალმთიანი აჭარისთვის ნამდვილად გამორჩეულია.
პროექტის მიხედვით აქ განათების ბოძები განთავსდება, სანიაღვრე არხები- ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა იმისთვის, რომ აქ მოსული ინვესტორისთვის კიდევ მეტი პირობა არსებობდეს ახალი პროექტების განხორციელების. 
სამუშაოებს, რომელიც აქ მიმდინარეობს ძალიან დიდი ეკონომიკური დატვირთვა აქვს, უკვე დასაქმებულია 22 ადგილობრივი და უახლოეს დღეეებში ეს რაოდენობა 40 მდე გაიზრდება.
ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჩვენ მაღალმთაინ აჭარაში ვახორციელებთ,მიმართულია სწორედ იმისკენ რომ სარგებელი პირველ რიგში ადგილობრივმა მოსახლეობამ ნახოს. ამ პროქტით უკვე ახალი გაჩნდა სამუშაო ადგილები, ალტერნატიული შემოსავლის წყარო მთაში და ჩვენ ვაგრძელებთ სხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას კურორტ „გოდერძზე“-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
პარალელურად შპს „კურორტი გოდერძიმ“ ასევე თხილამურების და სწრაფი კვების ობიექტების პროექტის ტენდერი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტი 11 000 ლარს შეადგენს. 
ასევე დასრულდა ტენდერი კოტეჯების ადმინისტრაციული შენობის პროექტირებაზე, რომელშიც 17 000 ლარი დაიხარჯება.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები