აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

შენობების უსაფრთხოების საკითხზე სამინისტრომ შეხვედრა გამართა

01 აგვისტო, 2017

►სასტუმრო „რედისონში“ შენობების უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. 
►აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას, სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე, აჭარაში მოქმედი საპროექტო და დეველოპერული ორგანიზაციების წარმომადგენლები, არქიტექტორები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

►აღნიშნული რეგლამენტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-ის კონსულტანტებმა მოამზადეს. დოკუმენტი ძალაში მიმდინარე წლის იანვარში შევიდა.

►რეგლამენტი შენობის დაგეგმარებისას უსაფრთხოების კომპონენტის გაუმჯობესებას არეგულირებს და ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდში შენობის უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებას უზრუნველყოფს.

►უსაფრთხოების რეგლამენტის ძირითადი კრიტერიუმებია:
• შენობის ცეცხლმედეგობა
• შეუფერხებელი ევაკუაცია
• შენობის დაგეგმარების პროცესში სამაშველო ოპერაციების სქემის გათვალისწინება
• გასასვლელი კიბეების და ლიფტების მოწყობა
• სამშენებლო მასალების ხარისხი
• ხანძრის აღმომჩენი საშხეფი სისტემის მონტაჟის აუცილებლობა

►შეხვედრაზე რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს. გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები რომელიც, დოკუმენტის ცვლილების პროცესში იქნება გათვალისწინებული.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები