აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ძიანგსის პროვინცია - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

02 აგვისტო, 2017

ძიანგსის პოროვინცია - მდებარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე იანძის სამხრეთით. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ნენჩანგი. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს - 45,421,600.


2016 წლის 24 ივნისს ქალაქ ბათუმში ხელი მოეწერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ძიანგსის პროვინციას (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) შორის განზრახვის წერილს დამეგობრების შესახებ.


აღნიშნული შეთანხმების მიხედვით მხარეები ხელს უწყობენ რეგიონთა შორის თანამშრომლობის განვითარებას შემდეგი მიმართულებებით:

Ø  საერთო ინტერესებსა და სარგებელზე დაყრდნობით სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა;
Ø  ორმხრივი ვიზიტების განხორციელება, რეგულარული კონტაქტების შენარჩუნება, მოლაპარაკებების გამართვა.


მხარეთა შორის ზემოთხსენებულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესის უშუალო დასტურს წარმოადგენს 2016 წლის 24 ივნისს ქალაქ ბათუმში აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ძიანგსის პროვინციის განყოფილებას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები