აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ქვემო სილეზიის სავოევოდო - პოლონეთის რესპუბლიკა

02 აგვისტო, 2017

ქვემო სილეზიის სავოევოდო - მდებარეობს პოლონეთის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ვროცლავი. მოსახლეობის რაოდენობა - 3 მილიონი.

 

2016 წლის 27 თებერვალს ქალაქ ვროცლავში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ქვემო სილეზიის სავოევოდოს (პოლონეთის რესპუბლიკა) შორის გაფორმდა შეთანხმება რეგიონული თანამშრომლობის შესახებ.

 

შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას შემდეგი მიმართულებებით:

Ø  ევროკავშირის ფინანსური რესურსის გამოყენება, საზოგადოებრივი პროგრამების შემუშავება;

Ø   სავაჭრო-სამრეწველო კავშირების დამყარება;

Ø  უნივერსიტეტებს, კვლევით და ტექნოლოგიურ ცენტრებს შორის თანამშრომლობა;

Ø  ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის ჩამოყალიბება;

Ø  კულტურა და ტურიზმი.

 

რეგიონთა შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში 2017 წლის 11 მაისს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სეიმს (პარლამენტს) შორის.

 

ქვემო სილეზიის სავოევოდოს აჭარის ავტონომიური რესპულბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობის ფართო სპექტრი გააჩნია. განსაკუთრებული ინტერესი გამოიხატა განათლებისა და კულტურის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. 2015 წლის 9 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვროცლავში ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლას შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, ასევე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვროცლავის უმაღლეს საბანკო უნივერსიტეტს შორის.

 

2016 წლის 27 თებერვალს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრსა და ვროცლავის ლეგნიცას თეატრს შორის.


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები