ოდესის ოლქი - უკრაინა
02 აგვისტო, 2017
ოდესის ოლქი - მდებარეობს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და წარმოადგენს
მნიშვნელოვან საპორტო და ტურისტულ მხარეს. გარდა ამისა, ის მნიშვნელოვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სამრეწველო რეგიონია. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ოდესა.
მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2,379,229.
2005
წლის 25 მარტს ქალაქ კიევში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა (საქართველო)
და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციას (უკრაინა) შორის ხელმოწერილი იქნა პროგრამა
სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ.
2013 წლის 13 სექტემბერს ქალაქ ბათუმში აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა (საქართველო) და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციას
(უკრაინა) შორის ხელმოწერილი იქნა შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური
და კულტურული თანამშრომლობის შესახებ.
შეთანხმების თანახმად მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში:
Ø ეკონომიკა, სამრეწველო საქმიანობა,
ტრანსპორტი;
Ø ტურიზმი;
Ø სოფლის მეურნეობა;
Ø განათლება, კულტურა და სპორტი;
Ø ჯანდაცვა და სოციალური საკითხები;
Ø ეკოლოგია და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა.
2017 წლის 19 ივლისს ქალაქ ბათუმში გაფორმდა აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკისა (საქართველო) და ოდესის ოლქს შორის (უკრაინა) თანამშრომლობის
განვითარების ღონისძიებების გეგმა.