მოგილიოვის ოლქი - ბელარუსის რესპუბლიკა
02 აგვისტო, 2017
მოგილიოვის ოლქი - მდებარეობს ბელარუსის რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი მოგილიოვი. ოლქში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 062.500.
2016 წლის 1 სექტემბერს ქალაქ თბილისში აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და მოგილიოვის ოლქს (ბელარუსის რესპუბლიკა) შორის
ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის განვითარებაზე
შემდეგ სფეროებში:
Ø ეკონომიკა;
Ø ჯანდაცვა;
Ø განათლება და სპორტი;
Ø კულტურა;
Ø სოფლის მეურნეობა.
2017 წლის 8 ივლისს ქალაქ მოგილიოვში გაფორმდა შეთანხმება
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და მოგილიოვის ოლქს (ბელარუსის რესპუბლიკა)
შორის 2017-2019 წლების თანამშრომლობის პროგრამის დამტკიცების შესახებ.