მანგისტაუს ოლქი - ყაზახეთის რესპუბლიკა
02 აგვისტო, 2017
მანგისტაუს ოლქი - მდებარეობს ყაზახეთის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ
ნაწილში, კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მანგისტაუ საპორტო და სამრეწველო რეგიონია,
სადაც ყაზახეთის ნავთობის 25% მოიპოვება. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი აქტაუ. რეგიონში
მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს - 633 000.
2005 წლის 3 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა
(საქართველო) და მანგისტაუს ოლქს (ყაზახეთის რესპუბლიკა) შორის ხელმოწერილი იქნა პროგრამა
სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ.
2017 წლის 1 მარტს გაფორმდა აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკასა (საქართველო) და მანგისტაუს ოლქს (ყაზახეთის რესპუბლიკა) შორის თანამშრომლობის
მემორანდუმი.
აღნიშნული მემორანდუმის თანახმად მხარეები ხელს უწყობენ ურთიერთსასარგებლო
თანამშრომლობის განვითარებას შემდეგ სფეროებში:
Ø ვაჭრობა და ეკონომიკა;
Ø ჯანდაცვა;
Ø განათლება, კულტურა და სპორტი;
Ø ტურიზმი;
Ø ტრანსპორტი;
Ø სოფლის მეურნეობა.